ადამიანები ისტორიები

“ჩვენს ქვეყანას სჭირდება ევროპის ბაზარი” – მეწარმე ზემო ხვედურეთიდან

ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება ევროპული ორგანიზაციების არსებობა და დახმარება – ამბობს ზემო ხვედურეთში მცხოვრები ჟანა ახალკაცი, რომელიც ყველს აწარმოებს. ჟანას ოჯახი დაახლოებით 15 წელია მესაქონლეობას მისდევს. 

“15 წელია, რაც საქონელი გვყავს და ყველს ვამზადებთ. გემრიელი ყველი რომ გამოვიდეს, საქონელს კარგი მოვლა სჭირდება. სამსახურები არ გვაქვს და ძირითადი შემოსავლის წყარო ჩემი ოჯახისთვის მესაქონლეობაა”.

ჟანას პროდუქცია ნელ-ნელა პოპულარული ხდება. ამბობს, რომ თანდათანობით მომხმარებელთა რიცხვით იზრდება, თუმცა საქმიანობის წინსვლას ახალი გამოწვევებიც თან სდევს.

“ბევრი მოხმარებელი გვყავს, როგორც ადგილობრივად, ისე გორში და თბილისში. ხშირად არის, რომ უნდათ ჩემი პროდუქტის შეძენა, მაგრამ ტრანსპორტირების გამო, ვერ ახერხებენ ადგილზე მოსვლას და შეძენას”.

ჟანასთვის მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი პროდუქციის სხვადასხვა ქალაქში რეალიზაცია შეძლოს. სწორედ ამ მიმართულებით ეხმარება მას ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია “Populis Rei”. ამ ორგანიზაციამ ჟანას ვაკუუმის აპარატიც გადასცა, რაც ყველს გემოვნური თვისებების შენარჩუნებაში ეხმარება.  

“ჩემი საქმიანოს შესახებ გაიგო არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც თანამშრომლობს სლოვაკურ ორგანიზაციასთან. ეს ორგანიზაციები დამეხმარნენ და გადმომცეს ვაკუუმის აპარატი, რომლითაც ყველს შევფუთავ. შეფუთული ყველი ინარჩუნებს გემოვნურ თვისებებს, რაც მომხმარებელს ძალიან მოწონს. გარდა ამისა, ახლა მეხმარებიან პროდუქციის ტრანსპორტირებაში და მალე ჩემი პროდუქცია თბილისის სუპერმარკეტებში გაიყიდება”.

ჟანას აზრით, არასამთავრობო ორგანიზაციები მეწარმეებს არა მხოლოდ ახალი ცოდნის და გამოცდილების დაგროვებაში, არამედ საკუთარ საქმიანობაში მაღალი სტანდარტების დანერგვაშიც ეხმარებიან.

“არასამთავრობო ორგანიზაციები გვეხმარებიან, რომ ჩვენი საქმიანობა განვავითაროთ და მაღალი სტანდარტები დავნერგოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბაზარზე კონკურენტუნარები გავხდეთ და ჩვენი ადგილი დავიმკვიდროთ. მე ველოდები იმ დღეს, როცა ჩემს პროდუქციას ეევროპის ბაზარზე გავიტან. მგონია, რომ ეს ყველა მეწარმის სურვილი უნდა იყოს და თუ ყველა მოახერხებს ამას, სოფელიც გაძლიერდება და იქ მცხოვრები ხალხიც”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.