ახალი ამბები

პარტაქტივის მობილიზება გორში – მიკროავტობუსების ნაწილი ვერ შეივსო

“ქართული ოცნების” აქციაზე გორიდან პარტაქტივი რამდენიმე ადგილიდან წაიყვანეს. აღსანიშნავია ისიც, რომ მმართველმა პარტიამ რამდენიმე მიკროავტობუსის გავსება ვერ შეძლო და მძღოლები თბილისის მიმართულებით ცარიელი ტრანსპორტით გავიდნენ. 

ერთ-ერთი ადგილი, სადაც პარტაქტივის მასიური მობილიზება მოხდა, გორის ადმინისტრაციული შენობის უკანა ეზოა. გასვენებაში მივდივართ, ერთსქესიანობა არ გვინდა, მშვიდობისთვის მივდივართ, – ასეთია იმ საჯარო მოხელეების პასუხები კითხვაზე, თუ სად და რატომ მიდიან ადმინისტრაციული შენობის ეზოში მობილიზებული მიკროავტობუსებით. 

დიახ, საჯარო სამსახურში ვმუშაობთ, მაგრამ შვებულება გვაქვს დაწერილი და მივდივართ, რა პრობლემაა?!“, – ამბობენ ისინი. 

პარტაქტივის ტრანსპორტირებისთვის “ქართულმა ოცნებამ” გორის ავტოსადგურის მიკროავტობუსები გამოიყენა, რის გამოც გორიდან სოფლების მიმართულებით მოქალაქეები საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას ვეღარ ახერხებენ. 

ამავე თემაზე: “ხალხი ვის ადარდებს?!” – გორის ავტოსადგურის მიკრო-ავტობუსები “ოცნების” აქციაზე მიჰყავთ 

გორის ავტოსადგურის მიკროავტობუსები ემსახურებიან ქარელსაც, სადაც “ქართული ოცნების” აქციაზე წასასვლელად მუნიციპალურ ა(ა)იპ-ების მუშაობაც შეფერხებულია. ერთ-ერთი ასეთია კეთილმოწყობის ცენტრი, რომლის კარიც შუადღის მერე დაკეტილია. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.