ხაშურის საარჩევნო ოლქში 48 000 ამომრჩეველია რეგისტრირებული. როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ გვითხრა, 38 უბნიდან, 30 უბანზე ამომრჩევლები ხმას ელექტრონული წესით მისცემენ.
“ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიაში 38 უბანი გაიხსნა. აქედან 14 უბანი ხაშურში, დანარჩენი უბნები სოფლებში. სოფლებში თითო უბანია ყველგან გახსნილი. საერთო ჯამში 48 000 ამომრჩეველია რეგისტრირებული“, – გვითხრა მინდია ქურდაძემ.
ალში, ბრილში, დიდ ფლევში, ტკოცაში, წაღვლში, ბროლოსანში, ყელეთსა და ხალებში არჩევნები ძველი წესით ჩატარდება.
დატოვეთ კომენტარი