ახალი ამბები

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ახალი მანქანა “ვოლვო S60” იყიდა 

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ახალი ავტომობილი “ვოლვო S60” იყიდა. 2020 წელს გამოშვებული მოდელის ფასი ამ დროისთვის საშუალოდ 60 000 ლარია.

ხინჩეგაშვილმა ახალი ავტომობილი გორის მერად ყოფნის პერიოდში, სექტემბრის დასაწყისში შეიძინა. 

მას შემდეგ, რაც თანამდებობა დატოვა, ამ ახალი მანქანით დადის, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან მალევე იყიდა“, – უთხრეს “მოზაიკას”. 

შეგახსენებთ, რომ ხინჩეგაშვილმა პარლამენტში მოხვედრის სურვილით გორის მერის თანამდებობა 25 სექტემბერს დატოვა. მანამდე მის სარგებლობაში გორის მერიის მიერ 68 272 ლარად შეძენილი “Kia Seltos” იყო. 

ხინჩეგაშვილის ბოლო ქონებრივი დეკლარაცია ჯერ არ შეუვსია. შესაბამისად, ახალი შენაძენი 2024 წლის დეკლარაციაში აისახება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.