ახალი ამბები

გორისა და კასპის მერიებმა  480 შეკვრა რუსული წარმოების საბეჭდი ქაღალდი იყიდეს 

გორისა და კასპის მუნიციპალიტეტის მერიებმა 480 შეკვრა საბეჭდი ქაღალდი შეიძინეს, რისთვისაც გამარტივებული წესით გაუფორმეს ხელშეკრულება შპს “პენსან ჯორჯიას”, რომელიც საქართველოში რუსული წარმოების საბეჭდ ქაღალდს ყიდის. 

გორის მერიამ 80 შეკვრა საბეჭდ ქაღალდში – 780 ლარი, ხოლო კასპის მერიამ 400 შეკვრაში 3900 ლარი გადაიხადა. 

მერიებმა A4 – ის ფორმატის ქაღალდის თითო შეკვრაში 9, 75 ლარი გადაიხადეს, რაც ევროკაშირში წარმოებულ ქაღალდთან შედარებით 3,75 ლარით ნაკლებია. 

ინფორმაციისთვის, აღნიშნულ კომპანიასთან გორისა და კასპის მერიები გასულ წლებშიც თანამშრომლობდნენ. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.