ახალი ამბები

“ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მიუხედავად, “ოცნება” არჩევნებს ქარელშიც წააგებს” – ვასიკო ბაქარაძე

“ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსების მიუხედავად, “ქართული ოცნება” არჩევნებს ქარელის მუნიციპალიტეტშიც წააგებს”, – ამბობს პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრი ვასიკო ბაქრაძე. 

მისი თქმით, ამის მიზეზი ის პრობლემებია, რომლებიც ბოლო 12 წელში ადგილობრივების ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. 

ფაქტია, რომ ემიგრაცია გაიზარდა. ჩვენს მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველთა რაოდენობამ მოიმატა და ამ ყველაფრის ფონზე, “ქართული ოცნება” ამბობს, რომ მათი რეიტინგი მაღალია. ეს ასე არ არის, წინა არჩევნებთან შედარებით, მათი რეიტინგი დაბლა-დაბლა მოდის, რადგან არც არაფერი გაუკეთებიათ იმისთვის, რომ მხარდაჭერა გაზრდოდათ“, – ამბობს ბაქარაძე.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” მარცხის მთავარი მიზეზი მაინც ანტიევროპული პოლიტიკა იქნება. 

“ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს უნდა ევროკავშირში გაწევრიანება, “ქართული ოცნება” კი ღიად იხრება რუსეთისკენ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მათი პროცენტული მაჩვენებელი 30%-35% იქნება, ისიც ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსუს გამოყენების ხარჯზე”. 

ქარელის მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნების” მარცხში დარწმუნებულები არიან სხვა ოპოზიციური პარტიებიც. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი