ახალი ამბები

“ოცნების” დელეგატის ძმამ პარტიისთვის თანხის შეწირვამდე “ბანკი ქართუდან” სესხი აიღო

“ქართული ოცნების” დელეგატის ძმამ, დავით დუგლაძემ მმართველი პარტიისთვის თანხის შეწირვამდე ორი კვირით ადრე სესხი “ბანკი ქართუდან” გამოიტანა. 

კერძოდ, ზაალ დუგლაძის ძმამ 21 აგვისტოს იპოთეკით 4 მიწის ნაკვეთი დატვირთა – საუბარია ბოდბისხევში და გომში მდებარე 4 მიწის ნაკვეთზე, რომელთა ფართობი ჯამში 167 505 კვ. მეტრია.  

“ბანკი ქართუდან” იპოთეკური სესხის აღებიდან ორ კვირაში კი, დავით დუგლაძემ მმართველ პარტიას 60 000 ლარი გადაურიცხა – შემოწირულობა ზაალ დუგლაძის ძმამ 5 სექტემბერს განახორციელა. 

აქვე ცნობილია, რომ სწორედ დავით დუგლაძე ხელმძღვანელობს ხაშურში “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს. 


შეგახსენებთ, რომ დუგლაძეების ოჯახს “ქართულ ოცნებასთან” პარტიული საქმიანობის გარდა, ბიზნესიც აკავშირებს. კერძოდ, დუგლაძეები კომპანიებში “დუგლაძეების ღვინის კომპანია” და “აისი ინკ” წილებს ფლობს ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი, 

აღსანიშნავია, რომ ამ ორი კომპანიის გასაძლიერებლად, დუგლაძეებმა სახელმწიფოსგან 4 580 311 ლარის სუბსიდია მიიღო. 

  • Შპს “დუგლაძეების ღვინის კომპანიამ”  სახელმწიფო აგროკრედიტის პროგრამით, ყველა სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირზე უფრო ხშირად, ჯამში 45-ჯერ ისარგებლა და იაფი ფინანსური რესურსის სახით 4 335 895 ლარი მიიღო. 
  • შპს “აისი ინკ”-მა  სახელმწიფოსგან 2-ჯერ მიიღო შეღავათიანი აგროკრედიტი, ჯამში 244 416 ლარის ოდენობით. 

რაც შეეხება, თავად დუგლაძეების მიერ, პარტიისთვის შემოწირულობის სახით გაღებულ თანხას, ორივე ძმას ჯამში “ქართული ოცნებისთვის” 397 000 ლარი აქვთ შეწირული. 

დატოვეთ კომენტარი