“ქართული ოცნება” ქარელის მუნიციპალიტეტში 25%-ზე მეტს ვერ აიღებს, – ამბობს კოალიციის “ძლიერი საქართველო” წარმომადგენელი ზურა ლეკიაშვილი.
მისი თქმით, მმართველ პარტიას საზოგადოებსი ნდობა და მხარდაჭერა დაკარგული აქვს.
“დღევანდელმა ხელისუფლებამ 12 წლის განმავლობაში არც ერთი დანაპირები არ შეასრულა. 12 წლის განმავლობაში მათი რეიტინგი თანდათან დაეცა და უკმაყოფილო მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა. ხელისუფლებას აღარ აქვს არანაირი რესურსი არჩევნებში გამარჯვების. თვითონ ატარებენ ვითომ მოსახლეობის გამოკითხვას და იწერენ მაღალ პროცენტებს, თუმცა რეალურად არჩევნებში 25%-ზე მეტს ვერ მიიღებენ, მათ შორის ვერც ქარელის მუნიციპალიტეტში“, – ამბობს ზურა ლეკიშვილი.
ანალოგიური პროგნოზი აქვს კოალიციის “ერთიანობა” წარმომადგენელ ილია ბურჯანაძესაც.
ამავე თემაზე: “ოცნება” ქარელის მუნიციპალიტეტში 25%-ზე მეტს ვერ აიღებს – ილია ბურჯანაძე