ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი, უკრაინის 3 ქალაქში ძიუდოს მასტერკლასებს ჩაატარებს, – ინფორმაციას ამის შესახებ ვებგვერდი belive.ge ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი უკრაინაში მასპინძელი მხარის ჩართულობითა და ინიციატივით ჩავა და 3 სხვადასხვა ქალაქში: დნეპრში, კიევსა და ლვოვში ძიუდოს მასტერკლასებს ჩაატარებს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ლაშა შავდათუაშვილი არის ამ დონის პირველი უცხოელი ძიუდოისტი, რომელიც უკრაინას ომის დაწყების შემდეგ ეწვევა.
დატოვეთ კომენტარი