შიდა ქართლის 20-მდე სკოლაში ბუნებრივი აირის შეყვანა ვერც ამ წელს მოხერხდა. იმ სკოლებისთვის, სადაც გათბობის სისტემა არ არის, საწვავი ბრიკეტები შეიძინეს.
“მოზაიკამ” მოიძია იმ სკოლების ჩამონათვალი, სადაც წლევანდელი ზამთარიც ბუნებრივი აირის გარეშე ჩაივლის:
- არაშენდის საჯარო სკოლა;
- ზეღდულეთის საჯარო სკოლა;
- კირბლის საჯარო სკოლა;
- ბოშურის საჯარო სკოლა;
- აღაიანის საჯარო სკოლა;
- ახალციხის საჯარო სკოლა;
- დოესის საჯარო სკოლა;
- ზემო ხანდაკის საჯარო სკოლა;
- ლამისყანის საჯარო სკოლა;
- მეტეხის #1 საჯარო სკოლა;
- საქადაგიანის საჯარო სკოლა;
- გუდალეთის საჯარო სკოლა;
- ალის საჯარო სკოლა;
- ბროლოსნის საჯარო სკოლა;
- ნაბახტევის საჯარო სკოლა;
- სატივის საჯარო სკოლა;
- წაღვლის საჯარო სკოლა;
- ცოცხნარის საჯარო სკოლა.
საწვავი ბრიკეტები აღნიშნული სკოლებისთვის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტრომ იყიდა. სამინისტრომ საწვავი მასალა შპს “უდაბნოს ორგანული აგროჰოლდინგისგან” შეიძინა, რომელსაც გამარტივებული წესით გაუფორმა 2`164`800 ლარის ღირებულების ხელშეკრულება.
ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ ბრიკეტების მიწოდება საქართველოს 500 საჯარო სკოლისთვის 15 ოქტომბრიდან, 15 ნოემბრამდე უნდა უზრუნველყოს. აღნიშნულ შპს-ს რუსეთში წარმოებული ბრიკეტები აქვს, რომელსაც კომპანია “გრანდ ფორესტი” აწარმოებს.
დატოვეთ კომენტარი