“გორის დღე 2024”-ის აღსანიშნავად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 000 ლარამდე დაიხარჯა. ამ თანხით დაიფარა ინევნტარის, დეკორაციების, სცენის და მუსიკალური ღონისძიებების ხარჯები.
სახალხო ზეიმის ორგანიზება გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების სააგენტომ გასწია. ამავე სააგენტომ შეისყიდა ამ დღისთვის საჭირო ინვენტარი თუ დეკორაცია, რომელშიც საერთო ჯამში 8 286 ლარი დაიხარჯა.
“მოზაიკა” გთავაზობთ რა თანხა დახარჯა სააგენტომ თითოული მომსახურების შესასყიდად:
- ბუშტები (ჰელიუმით) – 260 ლარი;
- დეკორატიული ბალახი – 2 560 ლარი;
- თივის პრესი – 200 ლარი;
- ტკბილეული და ხელსახოცები – 384 ლარი;
- საბავშვო კუთხე – 330 ლარი;
- საკანცელარიო ნივთები – 1 752 ლარი;
- ზღაპრის გმირები – 200 ლარი;
- ორგანზომილებიანი წარწერა “ჩემი გორი გულის თანასწორია” – 800 ლარი;
- ბაგირი დეკორაციისთვის – 1 800 ლარი.
- სცენის მოწყობა – 12 450 ლარი
გარდა ამისა, ამ დღისთვის მოწვეული შემსრულებლების “ურსას” და “ნართების” ჰონორარებმა ჯამში 28 000 ლარი შეადგინა.
ამავე თემაზე: “გორის დღის” ღონისძიებაში მონაწილეობისთვის “ნართები” 8000 ლარს მიიღებს
გორობას ჯფუფი “ურსა” იმღერებს – მერია 20 000 ლარს გადაუხდის
დატოვეთ კომენტარი