ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოსიაური- ხაშურის მონაკვეთზე. არსებული ინფორმაციით, ორ არასრულწლოვანს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ბავშვები გზაზე გადასვლას ცდილობნენ.
“ბავშვები ექსკურსიის მარშუტკიდან ჩამოვიდნენ, გზაზე გადასვლას, რომ ცდილობდნენ, მანქანა მაშინ დაეჯახათ”, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
ახლობლების თქმით, ბავშვები ხაშურის #5 საჯარო სკოლაში სწავლობენ.
“მოზაიკას” ინფორმაციით, 8 წლის და 16 წლის გოგონები, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
დატოვეთ კომენტარი