ევროპარლამენტის წევრი დანიუს ჟალიმასი საოკუპაციო ხაზთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა. ჟალიმასი პარტიის “გახარია საქართველოსთვის” გუნდის წევრებთან ერთად შეხვდა ადგილობრივებს და მათგან მოისმინა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები.
ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მნიშვნელივან მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანიბას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთი ბორდერიზაციას აგრძელებს და ადამიანურ ტრაგედიას იწვევს ოკუპაციის გამო.
„ჩემი ვიზიტის მიზანია საქართველოს და ქართველი ხალხის მხარდაჭერა მაშინ, რიდესაც ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი და დემოკრატია საფრთხის ქვეშაა. „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში საქართველო ვერ გახდება ევროპული ოჯახის წევრი. ამ ვითარებაში ეს ცხადია, შესაბამისად, იმიტომ ვარ აქ, რომ მე ვარ საქართველოს მხარდამჭერი იქამდე, სანამ რუსეთი აგრძელებს იმას, რაც საუკუპაციო ხაზთან აქ ყველაზე ნათლად ჩანს, ყველაზე მნიშვნელოვაანია ევროპულ გზაზე სვლა”, – განაცხადა დანიუს ჟალიმასმა.
დანიუს ჟალიმასთან ერთად საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” ლიდერები. თეონა აქუბარდიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა დასავლელმა სტუმარმა, რომელიც საქართველოს გულშემატკივრობს, იცოდეს ოკუპაციის ადამიანური განზომილება.
„სტუმარს ვაჩვენეთ ოკუპაციის ადამიანური განზომილება და ის დიდი ტრაგედია, რაც მავთულხლართებით გაყოფილი ცხოვრების მძიმე რეალობას ქმნის. დათა პაპას მეუღლე ვალია ბებო მავთულხლართების მეორე მხრიდან ესაუბრებოდა ჩვენი ქვეყნის მეგობარს ამ რთულ ცხოვრებაზე. ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გავაცანით ხურვალეთში მცხოვრები ოჯახები და ის პოლიციელები, რომელთა მადლიერი ვარ პირადად ყოველთვის იმ სამსახურისთვის, რასაც ამ ხალხს და ქვეყანას უწევენ. საქართველო უცილობლად იქნება ევროპული და ერთიანი და მჯერა ამას ერთად გავაკეთებთ”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.