ახალი ამბები

“ნაბახტევის სკოლის მშენებლობა ხვალიდან განახლდება” – საგანმანათლებლო რესურცენტრი

“ნაბახტევის სკოლის მშენებლობა ხვალიდან განახლდება”, – უთხრა “მოზაიკას” ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა აბაზაძემ. მისი ინფორმაციით, სამუშაოებს ისევ ძველი კომპანია “ლაგ კაპიტალი” გააგრძელებს. 

ამ ეტაპზე კომპანიაში გამოიცვალა ხელმძღვანელი პირები, რომელთაც პირობა მოგვცეს, რომ სამუშაოებს დროულად დაასრულებენ. სკოლის მშენებლობის სამუშაოები ხვალიდან განახლდება“, – გვითხრა აბაზაძემ.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის სკოლის მშენებლობა 3 წლის წინ დაიწყო. პროექტის მიხედვით, სამუშაოები წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა და სკოლის მშენებლობა შეჩერდა. 

პროექტის მიხედვით, სკოლა 120 მოსწავლეზე იქნება გათვლილი და სამუშაოებზე ჯამში 4 მილიონი ლარი დაიხარჯება. 

მშენებლობის დასრულებამდე, სკოლის მოსწავლეებს განათლების მისაღებად სიარული ისევ ალში მოუწევთ. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი