ახალი ამბები

“იქნებ საძილე ტომარა და კარავი მივუტანოთ” – თვეებია, მამაკაცი ღამეს გორში ქუჩაში ათევს

იქნებ საძილე ტომარა და კარავი მივუტანოთ, რომ გამოიზამთროს” – ერთ-ერთი მოქალაქე სოსო ქუმელაშვილი მოსახლეობას გორში, ცაბაძის სკვერში, ღია ცის ქვეშ მცხოვრები მოქალაქის დახმარებას სთხოვს.

როგორც ქუმელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მამაკაცი უკვე რამდენიმე თვეა სკვერში ცხოვრობს.

“გორში ყველა იცნობს “ნიკაპას”, ცაბაძის სკვერში, ღია ცის ქვეშ სძინავს ხოლმე. ახლა უკვე თანდათან აცივდება და ქუჩაში როგორ უნდა გაძლოს? თუ ვინმეს საძილე ტომარა აქვს და პატარა კარავი, რომელსაც არ იყენებს, იქნებ გადასცენ და შედარებით იოლად გამოიზამთრებს. მე ნამდვილად არ მაქვს არც საძილე ტომარა და არც კარავი, თორემ მივცემდი”, – წერს ქუმელაშვილი.

დატოვეთ კომენტარი