13 ოქტომბერს გორში ქალაქის სახალხო ზეიმი “გორის დღე” გაიმართება, რომლის ფარგლებშიც სხვადახვა აქტივოვებებია დაგეგმილი.
ღონისძიებების მუსიკალურ ნაწილს ჯგუფი “ურსა” და ანსამბლი “ნართები” გააფორმებენ.
“ნართები” გორის მერიისგან 8 000 ლარს მიიღებს. რაც შეეხება ჯგუფს “ურსა”, მას საათნახევრიანი კონცერტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 000 ლარს გადაუხდიან.
“გორობისთვის” დაგეგმილი ღონისძიებები ჭავჭავაძის ქუჩაზე, გორის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
დატოვეთ კომენტარი