ახალი ამბები

ქარელში საზოგადოებრივი საპირფარეშოს ასაშენებლად ადგილი ვერ მოძებნეს

ქარელში საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობას წლებია ითხოვს საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ვასიკო ბაქრაძე. მისი თქმით, ამ საკითხს დღის წესრიგში მოსახლეობის საჭიროებების და მოთხოვნის საფუძველზე აყენებს. 

მოსახლეობის მოთხოვნაა, განსაკუთრებით სოფლის მოსახლეობის და ასევე მათი, ვინც  ცენტრიდან მოშორებით ცხოვრობს, რომ იყოს ერთი გამართული საზოგადოებრივი საპირფარეშო, რადგან ადამიანებს დისკომფორტი ექმნებათ“, – აღნიშნა საკრებულოს სხდომაზე ბაქრაძემ, პარტიის “საქართველოსთვის” წევრმა. 

ბაქრაძის ინიციატივის პასუხად, საკრებულოს თავმჯდომარემ თქვა, რომ ქარელში საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოსაწყობად ადგილი ვერ მოძებნეს. 

საპირფარეშოს ასაშენებლად ქალაქში ადგილი ვერ მოვძებნეთ, ასე ადვილი არაა, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ საპირფარეშოს დადგმა .თქვენ თუ მოიკითხავთ და იპოვით ადგილს, შემდეგ განვიხილოთ ეგ საკითხი“, – თქვა ჯუმბერ შუბითიძემ. 

ქარელში საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობის საკითხი უკვე წლებია აქტუალურია. ამ ინიციატივას ჯერ კიდევ წინა მოწვევის საკრებულოზე განიხილავდნენ. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები