ახალი ამბები

„სასაზღვრო ნიშნის“ დაზიანების მცდელობისას დაკავებულებს ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

საოკუპაციო ხაზთან საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაცია 3 ოქტომბერს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში გამომავალმა გამოცემამ „Сапа” გაავრცელა. გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ე.წ. სასაზღვრო ნიშნის დაზიანების მცდელობისას დააკავეს. 

საუბარია სერგო მერაბაშვილსა და იასონ გენგიურზე, რომლებიც პატარა მეჯვრისხევში ცხოვრობენ და რომლებიც 16 სექტემბერს დააკავეს. ფაქტის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 17 სექტემბერს გაავრცელა.

მათ მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ცხინვალის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მათ ემუქრებათ ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის მე-3 ნაწილით (სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა წინასწარი შეთანხმების გზით პირთა ჯგუფის მიერ)“, – განაცხადა ეგორ კოჩიევმა, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.