ახალი ამბები

“ზედა გზიდან ჩამოვარდა” – რიკოთთან ავარიისას ერთი ადამიანი დაშავდა 

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რიკოთთან, – არსებული ინფორმაციით დაშავდა ერთი ადამიანი. 

თვითმხილველების თქმით, მიკროავტობუსი ზედა გზიდან გადმოვარდა, იმ ადგილას, სადაც საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. 

“ჩემს თვალწინ მანქნა გადმოვარდა ზედა გზიდან, სადაც არანაირი დამცავი ჯებირი არაა .მძღოლსაც ღვედი არ ეკეთა. დაშავებულს დგილზე გავუწიეთ პირველადი დახმარება, რაც შეგვეძლო”, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი. 

“მოზაიკას” ინფორმაციით დაშავებული მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ცნობით მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.