გორი- რუისის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებულია კიდევ ოთხი ადამიანი.
“მსუბუქი ავტომობილი რკინის ჯებირს შეეჯახა”, – ამბობენ თვითმხილველები.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება 276 -ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დატოვეთ კომენტარი