ახალი ამბები

“ბავშვი გორის ბაღიდან კბილებჩამსხვრეული წამოვიყვანე” – მშობელი

გორის ერთ-ერთ საბავშვო ბაღს აღსაზრდელების მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებენ, – მცირეწლოვანი ბიჭის დედა სოციალურ ქსელში წერს, რომ შვილი ბაღიდან კბილებჩამსხვრეული წამოიყვანა.

დედა ავრცელებს შვილის ფოტოებსაც, რომელზეც ნათლად ჩანს, რომ ბავშვს ჩამტვრეული კბილის გარდა, ნაკაწრებიც აღენიშნება.

“ჩემი შვილი დღეს, მოვიყვანე ბაღიდან კბილებგამსხვრეული, ტუჩგახეთქილი. ეს ყველაფერი მოხდა დილის საათებში და მასწავლებელი მაგებინებს საღამოს საათებში. ამ ყველაფერთან ერთად, ექთანს არც გააგებინეს, რომ ბავშვისთვის შეეხედა რამდენი სისხლი დაკარგა, ან უბრალოდ შეეფასებინა ბავშვის მდგომარეობა. არცერთ მასწავლებელს ხუთის ნახევრამდე კომუნიკაცია არ მოუხდენია ჩემთან აღნიშნულ საკითხზე. აქვე ფოტოებს დავურთავ წინა თვეების მომხდარ ფაქტებზე, თუ როგორ მდგომარეობაში მხვდებოდა ბავშვი. ვცდილობდი ადეკვატური რეაქცია მქონოდა ამ ყველაფერზე, მაგრამ ახლა ყოველგვარ ზღვარს სცილდება. კანონით დაწესებულ ყველა შესაძლებლობას და რესურს გამოვიყენებ, რომ შესაბამისი რეაგირება და მოკვლევა მოჰყვეს ამ ამბავს”, – წერს მშობელი.

მისი თქმით, ფოტოები გაუზიარა ბაღის დირექტორსაც, რომელსაც სათანადო რეაგირება არ მოუხდენია.

“მომხდარი გავუზიარე ფოტოების სახით ბაღის ხელმძღვანელს და საკამოდ არადეკვატური პასუხი მივიღე, რომ ეს ყველაფერი ნორმაა, ბავშვი ცელქი და მოძრავია! დავამატებ ასევე იმას, რომ ბავშვს შეეზღუდა საკვების მიღება, რადგან ფაქტობრივად წინა კბილები საერთოდ აღარ აქვს”, – ამბობს მშობელი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.