ევროკავშირის დაფინანსებული პროექტი ხაშურში გაჩერებულია – წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ, მიზეზი კომპანიის დავალიანებაა – აქ დასაქმებულებს უკვე 2 თვეა ხელფასი არ აუღიათ.
ისინი აცხადებენ, რომ გაფიცვა არ დასრულდება იქამდე, სანამ კომპანია კუთვნილ ხელფასს არ დარიცავს. გაფიცულებს შორის არიან სპეცტექნიკის მძღოლებიც.
“30-მდე ადამიანი ვართ აქ და ვაპირებთ გაფიცვის გაგრძელებას იქამდე, სანამ ჩვენს კუთვნილ ხელფასს არ მივიღებთ“, – ამბობენ გაფიცული მუშები.
პროექტი, რომელმაც ხაშურის 24-საათიანი წყალმომარაგება უნდა უზრუნველყოს, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირის დაფინანსებით დაიწყო. თურქული კომპანია „იდას“ ქვეკონტრაქტორი უცხოური საწარმო „ავეს“-მ დასაქმებულებს მისცა დაპირება, რომ 1 კვირის ვადაში ანაზღაურდება დავალიანება, ეს ყველაფერი კი მას შემდეგ, რაც ადგილზე მედია გამოჩნდა.