გორში, კომბინატის დასახლებაში 30 წლამდე ქალი საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულიდან გადმოვარდა.
ვარდნის შედეგად ქალმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. არსებული ინფორმაციით, ის უკვე გადაყვანილია კლინიკაში.
“არაფერი ვიცით ზუსტად, ასე თქვეს, რომ სარეცხს ფენდაო”, – ამბობენ ადგილობრივები.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო.
დატოვეთ კომენტარი