გორის საარჩევნო ოლქში, 27 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი ხმას ძველი წესით მისცემს, – ამის შესახებ “მოზაიკას” გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან ისაკაძემ უთხრა.
მისი თქმით, ოლქში არსებული 95 უბნიდან 68 უბანზე არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდება, ხოლო 27 უბანზე ამომრჩეველი ხმას ისევ ძველი წესით დააფიქსირებს.
“საოლქო საარჩევნო კომისიიდან 20 კმ-ს რადიუსში რა უბნებიც შევიდა და სადაც 300-ზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული, ყველა მათგანზე არჩევნები ჩატარდება ტექნოლოგიებით, ანუ ელექტრონულად”, – გვითხრა ისაკაძემ.
მისი განმარტებით, არის ისეთი უბნებიც, რომლებიც ახლოსაა საოლქო კომისიასთან, მაგრამ ხმის მიცემა ისევ ძველი წესით მოხდება, რადგან ამომრჩეველთა რაოდენობა 300 -ზე ნაკლებია.
“მაგალითად, სკრის დევნილთა დასახლებაში არის 190 ამომრჩეველი რეგისტრირებული და 6კმ-ით არის დაშორებული გორიდან, თუმცა აქაც ხმის მიცემა ძველი წესით მოხდება, რადგან ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ზე ნაკლებია”, – განმარტა ლევან ისაკაძემ.
“მოზაიკა” გთავაზობთ უბნების ჩამონათვალს, სადაც ამომრჩევლები ხმას ძველი წესით მისცემენ:
- ახალუბანი;
- ბოშური;
- ლევიტანა;
- დიცი;
- არბო;
- საქაშეთი;
- კირბალი;
- მერეთი;
- კარბი;
- ქერე;
- ნიქოზი;
- მეღვრეკისი;
- ტყვიავი;
- ფლავი;
- ხურვალეთი;
- ყელქცეული;
- ქვ. ხვითი;
- ფხვენისი;
- საქაშეთის დევნილთა დასახლება;
- სკრის დევნილთა დასახლება;
- ხურვალეთის დევნილთა დასახლება;
- ტირძნისი;
- ტყვიავი;
- ფლავისმანი;
- მერეთი;
- ზემო ნიქოზი;
- ტირძნისი.
ინფორმაციისთვის, გორის საარჩევნო ოლქში ამ დროისთვის 111 890 -ზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული.