გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთში ფერმერს 70 ყუთი პომიდორი ბაღიდან მოპარეს.
როგორც ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში წერს, ოჯახი მოსავლის გარეშე დარჩა.
“3 დღის ნაწვალები, 150 ყუთი პომიდვრიდან 70-ზე მეტი მოიპარეს, დანარჩენი დაყარეს და გაუბედურეს. 3 დღის ნაწვალები და მოკრეფილი“, – წერს ახლობლები.
ახლობლის ინფორმაციითვე, ოჯახს მოსავლის მხოლოდ აღება 800 ლარი დაუჯდა.
დატოვეთ კომენტარი