სტატიები

როგორ გადავამოწმოთ საკუთარი თავი ამომრჩეველთა სიაში? – საინფორმაციო შეხვედრა ხვედურეთში 

როგორ გადავამოწმოთ საკუთარი თავი ამომრჩეველთა ერთიან სიაში? – ამ საკითხზე “სამართლიანი არჩევნების” იურისტი ამჯერად ზემო ქვედურეთში მცხოვრებ აქტიურ ქალებს ესაუბრა. 

“იმის გარკვევა თუ რომელ უბანზე ვაძლევთ ხმას, შეგვიძლია ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი თავის გადამოწმებით. ეს მნიშვნელოვანია, რადგან წელს არჩევნები ელექტრონულად ტარდება, შესაბამისად, შეიძლება იყოს გარკვეული ცვლილებები და წელს აღარ ვაძლებთ ხმას იმ უბანზე, სადაც წინა წლებში ვაძლევდით“, – უთხრა შეხვედრის მონაწილეებს თეა თედლიაშვილმა. 

“მოზაიკას” მიერ ორგანიზებულ ტრენინგებზე იურისტი ქალებს საარჩევნო უფლებებსა და კენჭისყრის დღის პროცედურებზეც ესაუბრა. იქვე განუმარტა, რომ საარჩევნო ხმა არის ფარული და ამომრჩეველზე რაიმე სახის ზეწოლა დაუშვებელია. 

იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო უბანზე რაიმე ფორმით ხორციელდება ზეწოლა ამომრჩეველზე, აუცილებელია, რომ ამის შესახებ ამომრჩეველმა მიმართოს კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო, თუ საჩივრის დაწერაა საჭირო, მაშინ შეუძლია მიმართოს სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელს, ან უბანზე ყოფნის უფლებამოსილ პირს, პარტიის წარმომადგენელს, ვინაიდან საჩივრის დაწერის უფლება მათ აქვთ”, – განმარტა თედლიაშვილმა. 

რაც შეეხება წინასაარჩევნო პერიოდს, იურისტმა მონაწილეებს განუმარტა, რომ მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, შეუძლიათ მიმართონ პოლიციას და დამკვირვებელ ორგანიზაციებს. 

საინფორმაციო შეხვედრა პროექტის “საარჩევნო უფლებებზე ქალების ინფორმირებისათვის” ფარგლებში ჩატარდა. პროექტს “მოზაიკა” ფონდი “ტასოს” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. 

როგორ გადავამოწმოთ საკუთარი თავი ამომრჩეველთა ერთიან სიაში? 

იმის გადამოწმება არის თუ არა უცხო პირი თქვენს მისამართზე რეგისტრირებული, შესაძლებელია ცესკო-ს ვებ.გვერდზე: https://voters.cec.gov.ge/

  • შესაბამის გრაფაში უნდა ჩავწეროთ პირადი ნომერი და გვარი, რის შემდეგაც სისტემა ავტომატურად ამოგვიგდებს ინფორმაციას, თუ სად ვართ რეგისტრირებული, როგორც ამომრჩეველი. 
  • აქვე გამოჩნდება ღილაკი “ამ მისამართზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სია”.
  • ღილაკზე დაწკაპების შემდეგ კი, ჩამოიშლება ყველა იმ ადამიანის სახელი და გვარი, ვინც თქვენს მისამართზეა რეგისტრირებული. სწორედ ამ ჩამონათვალში შეიძლება აღმოაჩინოთ თქვენთვის უცნობი პირები.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.