ახალი ამბები

ისრაელში სროლის შედეგად გარდაცვლილი წარმოშობით ხაშურიდან იყო 

ისრაელში სროლის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიჭრა, რომელიც კლინიკაში მიყვანისას გარდაიცვალა.

გარდაცვლილი წარმოშობით ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათიდან იყო. როგორც ცნობილია, 42 წლის ილია ნოზაძე იაფას რაიონში მუშაობდა. ის სამსახურიდან ბრუნდებოდა, როცა სროლაში მოჰყვა. 

ისრაელში საქართველოს საელჩო ადასტურებს 1 ოქტომბერს მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალებას. საელჩო მუშაობს ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან გარდაცვლილი თანამემამულის საქართველოში გადმოსვენების შესაძლებლობაზე, რაც ბუნებრივია მოითხოვს გარკვეულ დროს, მისი დაღუპვის გარემოებების გათვალისწინებით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს ამ მძიმე ტრაგედიას, ასევე მომხდარის გამო ისრაელის მთავრობას და ისრაელის ხალხს, საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ცნობისთვის, თელ ავივში, იაფას რაიონში სროლის შედეგად დაიღუპა რვა ადამიანი, რამდენიმე კი დაიჭრა. ისრაელის პოლიცია მომხდარს სავარაუდო ტერორისტულ აქტად აფასებს. როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, თავდასხმის შემსრულებელი ორი ტერორისტი განეიტრალებულია.

დატოვეთ კომენტარი