ახალი ამბები

გორში სპეცოპერაცია ჩატარდა – იარაღის უკანონოდ შენახვისთვის 1 პირი დააკავეს

გორში, სტალინის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. შსს-მ ერთი პირი საკუთარი ავტომობილიდან აიყვანა.

არსებული ინფორმაციით, გამოძიება დაკავებულს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

მომხდარზე გამოძიება, 236-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები