ახალი ამბები

ლუკა მაისურაძე წელს ორ საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას

ლუკა მაისურაძე წელს ორ საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, – უთხრა “მოზაიკას” მაისურაძის მწვრთნელმა ბუხო ბუხრიკიძემ. 

​მწვრთნელის თქმით, სპორტსმენი მზად არის ასპარეზობისთვის და დისკვალიფიკაციის მოხსნას ელოდება. 

16 ოქტომბერს გადის დისკვალიფიკაცია. ამის შემდეგ ჩაერთვება ჩვეულებრივად ტურნირებში. ამ წელს ორი საერთაშორისო ტურნირი უწევს. ფიზიკურად კარგად არის მომზადებული და გააგრძელებს შეჯიბრებებში მონაწილეობას“, – გვითხრა ბუხრიკიძემ. 

მისივე თქმით, მაისურაძეს დისკვალიკაცია უსამართლოდ მიანიჭეს. 

ლუკასთან ერთად კიდევ 10 სპორტსმენი იყო და მათი უდანაშაულობა დამტკიცდა. ლუკა მაშინაც და ახლაც ცამდე მართალია“, – გვითხრა ბუხო ბუხრიკიძემ. 

შეგახსენებთ, რომ ხაშურელი მოჭიდავის დისკვალიფიკაციის მიზეზად დოპინგ-კონტროლის ვერგავლა დასახელდა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი