6 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, კასპში ჯგუფი “რეგიონის” გარდა, “ქართული ხმებიც” იმღერებს.
კასპის მერიამ ჯგუფთან “ქართული ხმები” 12 500 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. საერთო ჯამში, კასპის მერია მუსიკალური ნაწილისთვის 32 500 ლარს დახარჯავს.
“5 ოქტომბერს ქალაქ კასპში დაგეგმილი იყო სახალხო ღონისძიება ,,კასპობა”. გაუთვალისწინებელი გარემოებებიდან გამომდინარე შეიცვალა თარიღი და გადაიწია ერთი დღით, 6 ოქტომბერს, ასევე საკონცერტო პროგრამაში მოსახლეობის სურვილიდან გამომდინარე, მონაწილეობას მიიღებენ ჯგუფი ,,რეგიონი” და ,,ქართული ხმები””, – ნათქვამია წერილში, რომლითაც კასპის მერს განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი, თეა ხორბალაძე მიმართავს.
შეგახსენებთ, რომ 6 ოქტომბერს კასპში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. “ქართული ხმების” კონცერტი 1 საათი და 15 წუთი, ხოლო “რეგიონის” კონცერტი 1 საათი გაგრძელდება.
ამავე თემაზე: “კასპობას” ჯგუფი “რეგიონი” 20 000 ლარად იმღერებს