“კასპოობა 2024” 6 ოქტომბერს გაიმართება.
დღის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებები ჯგუფი “რეგიონის” კონცერტით დასრულდება. სახალხო ღონისძიებაზე სიმღერისთვის მუსიკოსები კასპის ბიუჯეტიდან 20 000 ლარს მიიღებენ. ჯგუფის კონცერტი 1 საათი გაგრძელდება.
კასპის მერიის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ 6 ოქტომბერს “რეგიონის” გარდა “ქართული ხმებიც” იმღერებს.
“საკონცერტო პროგრამაში მოსახლეობის სურვილიდან გამომდინარე მონაწილეობას მიიღებენ ჯგუფი ,,რეგიონი” და ,,ქართული ხმები”,”– ნათქვამია წერილში.
“ქართული ხმების” ჰონორარის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
დატოვეთ კომენტარი