გორელი ბიზნესმენი და სამოქალაქო აქტივისტი სოსო ბაბაევი, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
ბაბაევის და მისი ადვოკატის თქმით, პროცესზე პოლიციამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომელიც მის სამართალდარღვევას დაადასტურებდა.
“დავით პაპუაშვილი აღმოჩნდა ამ სისტემის მონა. მე ადვექი სასამართლოდან და გამოვედი, შეიძლება ეს ვიღაცამ უზრდელოობაში ჩამითვალოს, მაგრამ მე არ ჩავთვალე საჭიროდ იმ მონასთვის მესმინა. ეს არის სისტემის ჭანჭიკი, რომეიც ასრულებს რუსების დავალებას”, – თქვა ბაბაევმა, რომელმაც სხდომათა დარბაზი პროცესის დასრულებამდე დატოვა.
ადვოკატის თქმით, ორი დღე ღამე, რომელიც ბაბაევმა წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარა, სასამართლომ სასჯელის მოხდად ჩაუთვალა. ადვოკატი და ბაბაევი ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.