ახალი ამბები

ყველა ადამიანი უნდა მივიდეს საარჩევნო ყუთთან – ნიკა საძაგლიშვილი, ემიგრანტი

ყველა ადამიანი უნდა მივიდეს საარჩევნო ყუთთან, ვისაც ამის საშუალება აქვს და დააფიქსიროს საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია, – ამბობს ნიკა საძაგლიშვილი და ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

საძაგლიშვილი პოლონეთის ქალაქ შვინოუიუშცეში ცხოვრობს და იმისათვის, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, მას 11-საათიანი მგზავრობა მოუწევს.

“ჩემგან დედაქალაქი ვარშავა, სადაც საარჩევნო შტაბი იქნება, 11 საათის სავალზეა. მატარებლით უნდა წავიდე და დაახლოებით 2 დღე გზაში უნდა ვიყო, რის გამოც მიწევს სამსახურის გაცდენა. ამას შესაბამისი ხარჯებიც აქვს, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ღირს ეს ყველაფერი საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციის დასაფიქსირებლად, რადგან თითოეული მოქალაქის ხმა მნიშვნელოვანია“, – გვითრა ნიკა საძაგლიშვილმა.

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ახლა მთავარ გამოწვევას საარჩევნო უბნების სიმცირე წარმოადგენს. ისინი ფიქრობენ, რომ საარჩევნო უბნები არასაკმარისია და ამით სახელმწიფო ხმის უფლებას ართმევს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.