გორის მერის მოვალეობას სიმონ გულედანი შეასრულებს. კანონმდებლობის მიხედვით, მერის თანამდებობიდან გადადგომის შემთხვევაში, მოვალეობის შემსრულებელი მისი პირველი მოადგილე ხდება.
“პირველი მოადგილე ასრულებს მასზე დაკისრებულ უფლება მოვალეობას, როგორც შვებულების შემთხვევაში ხდება“, – გვითხრა ქეთევან ბებიაშვილმა, საიას გორის ოფისის ხელმძღვანელმა.
სიმონ გულედანი გორის მერის პირველ მოადგილედ დაახლოებით ერთი კვირის წინ დაინიშნა. ის მერიაში გუბერნიიდან გადმოვიდა, სადაც გუბერნატორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ამ საკადრო ცვლილების გარეშე, გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ შიოშვილი, გორის მერის მოადგილე გახდებოდა.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გორის მერის თანამდებობა დატოვა. უფლებამოსილება მან პირადი განცხადების საფუძველზე მოიხსნა. “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში ყოფნის შემთხვევაში, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს თანამდებობის დატოვებას კანონი ავალდებულებდა.