ახალი ამბები

აგარაში “ახლების” ოფისი დაარბიეს 

აგარაში “ახლების” ოფისი დაარბიეს. არსებული ინფორმაციით, შენობაში დამტვრეულია საოფისე ინვენტარი და მინები. 

“მოზაიკას” ინფორმაციით, ფართი რომელიც ოპოზოციურმა პარტიამ რამდენიმე თვის წინ იქირავა, იმ დროს დაარბიეს, როცა პარტიის წევრები შესვენებაზე იყვნენ. 

“ნასვამი იყო, ჩვენ შესვენებაზე გავედით და მაგ პერიოდში მოხდა ყველაფერი. სავარაუდოდ, ფართის მეპატრონის შვილმა დაარბია. ჩამტვრეულია ყველაფერი. პოლიცია გამოვიძახეთ და ახლაც აქ იმყოფებიან. დამნაშავეც აიყვანეს”, – უთხრა “მოზაიკას” ნინო ტეტუნაშვილმა. 

დატოვეთ კომენტარი