ახალი ამბები

ენმ-ის ახალი წევრი ქარელის საკრებულოში ზაზა მარჯანიძე იქნება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალი წევრი ქარელის საკრებულოში ზაზა მარჯანიძე იქნება. ის გია ჭიღლაძეს ჩაანაცვლებს. 

როგორც პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გვითხრა, მარჯანიძე ადგილობრივების პრობლემებს და საჭიროებებს კარგად იცნობს. 

გია ჭიღლაძეს ზაზა მარჯანიძე ჩაანაცვლებს, სიით მას უწევეს და პროცედურულად ასე ხდება. ზაზა მარჯანიძე ქარელის მკვიდრია და ყოფილი სპორტსმენი. ასევე წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატი იყო“, – გვითხრა ილია ბურჯანაძემ.

ინფორმაციისთვის, გია ჭიღლაძემ საკრებულოს მანდატის დატოვების შესახებ განცხადება 16 სექტემბერს დაწერა და პარტიას “ახალი” შეუერთდა

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი