როდესაც საარჩევნო უბანზე მობილიზებული არიან მმართველი პარტიის მხარდამჭერები, ეს ირიბი ზეწოლაა ამომრჩეველზე, – ამბობს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი ლექსო მერებაშვილი.
მერებაშვილის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღესაც მმართველ პარტიის წარმომადგენლები ამომრჩევლის ნაწილზე სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ ზეწოლას.
“უფლებადარღვევაა, როდესაც საარჩევნო უბანზე მობილიზებული არიან მხარდამჭერები, ეს ირიბი ზეწოლაა ამომრჩეველზე. ასევე ის, რომ ურეკავენ და ეუბნებიან, წავიდეს ის და მისი ოჯახის წევრები არჩევნებზე, მივალ, თუ არა ჩემი ნებაა, ვის შემოვხაზავ ესეც ჩემი ნებაა. ამ შემთხვევაში დაძალება ხდება, რომ უნდა მივიდეს და კონკრეტულ სუბიექტს მისცეს ხმა. როცა ჩემს თავისუფალ ნებაზე ზემოქმედებ, ეს არის უფლებადარღვევა”, – ამბობს მერებაშვილი.
იურისტის თქმით, აუცილებელია ამომრჩევლებმა იცოდნენ, რომ მათი ხმა არის ფარული და მათი ნების გარეშე, საარჩევნო კაბინაში გაკეთებული არჩევანის შესახებ ინფორმაციას ვერავინ გაიგებს.