ახალი ამბები

“ხაშურ ქალაქობის” აღსანიშნავად ხაშურის ბიუჯეტიდან 77 856 ლარი დაიხარჯება

“ხაშურ ქალაქობის” აღსანიშნავად ხაშურის ბიუჯეტიდან 77 856 ლარი დაიხარჯება. ამ თანხას სახალხო დღესასწაულის ორგანიზებისთვის ინდ. მეწარმე ანა ტაბატაძე მიიღებს, რომელთანაც მერიამ ხელშეკრულება 19 სექტემბერს გააფორმა. 

წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, თანხა გადანაწილდება მომღერლებზე, მოცეკვავეებზე, წამყანებზე, სცენის მოწყობა-გაფორმებასა და ფოიერვერკზე. 

აღსანიშნავია, რომ გამოყოფილი თანხის დიდ ნაწილს “ღამის შოუს ბენდი” მიიღებს, რომელსაც “ხაშურ ქალაქობაზე” სიმღერისთვის 21 000 ლარს გადაუხდიან. ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, 7 000 ლარს გადაუხდიან  ცეკვისა და სიმღერის ანსაბლს “აფხაზეთი”, ხოლო 500 ლარს მიიღებს “DJ EMZEM”.

სახალწლო დღესასწაული ფოიერვერკით დასრულდება, რისთვის 1 500 ლარი დაიხარჯება. 

სახალხო დღესასწაული წელს 29 სექტემბერს, დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერის მიმდებარედ აღინიშნება. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი