ახალი ამბები

არცევის მიმდებარედ ოკუპანტებმა კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს 

რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, კიდევ საქართველოს კიდე ერთი მოქალაქე გაიტაცეს. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.  

“რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე”,  – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში. 

უწყების ცნობით, დაუყოვნებლივ ამოქმედდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის “ცხელი ხაზი”. 

ინფორმაციისთვის, გასულ კვირას რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევიდან ორი ადამიანი გაიტაცეს, მომდევნო დღეს კი ზემო არცევიდან წაიყვანეს კიდევ ერთი მოქალაქე. მათი გათავისუფლების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.