ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია 100%-იანი გრანტის მქონე 11 სტუდენტს 900-900 ლარით დააჯილდოებს, – გვითხრა ხაშურის მერის მოადგილემ ზვიად გოგუაძემ.
“ის სტუდენტები, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებში 100%-იანი გრანტი მიიღეს და რომლებმაც მერიაში განაცხადი შემოიტანეს, ჯილდოს სახით მიიღებენ 900 ლარს. ასეთი კი 11 სტუდენტია“, – გვითხრა ზვიად გოგუაძემ.
მერიისგან ფულად წახალისებას მიიღებენ:
- მარიამ პრისიაჟნიკოვი, ხაშურის N6 საჯარო სკოლა;
- თამუნა ლომუაშვილი, ხაშურის N1 საჯარო სკოლა;
- ანა ტაბატაძე, ხაშურის N1 საჯარო სკოლა;
- მარიამ რიკაძე, ხაშურის N2 საჯარო სკოლა;
- ნიკოლოზ ლომსაძე, ხაშურის N3 საჯარო სკოლა;
- თორნიკე გოგალაძე, ხაშურის N3 საჯარო სკოლა;
- ნინო ცნობილაძე, ხაშურის N4 საჯარო სკოლა;
- ნინი ჩადუნელი, ხაშურის N4 საჯარო სკოლა;
- ბარბარე ცხადაძე, სურამის N3 საჯარო სკოლა;
- კესო ღონღაძე, ქვიშხეთის საჯარო სკოლა;
- მარიამ ქელეხსაშვილი. საპატრიარქოს წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელწოდების სკოლა.
სტუდენტების დაჯილდოება “ხაშურ ქალაქობის” დღესასწაულზე, 29 სექტემბერს იგეგმება.
დატოვეთ კომენტარი