ახალი ამბები

სურამის N3 სკოლის მოსწავლეები გაცვლითი პროგრამით ჩეხეთში გაემგზავრნენ

სურამის ლესია უკრაინკას სახელობის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები გაცვლითი პროგრამით ჩეხეთში გაემგზავრნენ. მე-12 კლასის მოსწავლეები ქალაქ პარდუბიცეში თვის ბოლომდე დარჩებიან. 

სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალგაზრდები ჩართულები არიან ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტში “My language is sport”, რომელიც გაცვლითი პროგრამის ” Erasmus +” ნაწილია. 

სურამის N3 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს არაფორმალური განათლების მხარდამჭერ პროექტში და მოიპოვეს სასწავლო გრანტი სპორტის მიმართულებით. შესაბამისად, მე-12 კლასის ხუთი მოსწავლე გაემგზავრა ჩეხეთში, სადაც ისინი ევროპის ხუთი ქვეყნიდან ჩამოსულ მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სპორტულ ღონისძიებებში, მოსწავლეები პრაღაში 30 სექტემბრამდე დარჩებიან“, – გვითხრა ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა აბაზაძემ.

მოსწავლეებთან ერთად, ჩეხეთში გაემგზავრა ინგლისური ენის მასწავლებელი თეონა ბეროზაშვილიც.

დატოვეთ კომენტარი