სტატიები

როგორ მოვითხოვოთ გადასატანი ყუთი? – ვადები და პროცედურები 

საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებია. ისტორიაში პირველად, წელს არჩევნები ელექტრონულად ტარდება.

ამავე თემაზე: რა უნდა ვიცოდეთ ელექტრონული არჩევნების შესახებ – პროცუდერები კენჭისყრის დღეს 

რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც ჯანმრთელობისა თუ სხვა მიზეზების გამო საარჩევნო უბანზე მისვლას ვერ შეძლებენ, ხმის მისაცემად გადასატანი ყუთით ისარგებლებენ. 

რა ვადებში და როგორ მოვითხოვოთ გადასატანი ყუთი? 

  • კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში, ამომრჩეველმა გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას უნდა  მიმართოს კენჭისყრის დღემდე, არაუგვიანეს მე-11 დღისა.
  • გადასატანი საარჩევნო ყუთის სია დგება ამომრჩეველთა (გარდა კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლებისა) ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე.

როგორ უნდა აღმოჩდეს ჩვენი მონაცემები გადასატანი ყუთით მოსარგებლეთა სიაში? 

  • გადასატანი ყუთით მოსარგებლე ადამიანების სიას საუბნო საარჩევნო კომისია ადგენს.

პროცედურის დაწყებისა და დასრულების დრო 

  • გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა იწყება კენჭისყრის 09:00 საათიდან და სრულდება 19:00 საათზე. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანში უნდა დაბრუნდეს არა უგვიანეს 20:00 საათისა.
  • იმ უბნებზე, სადაც ამომრჩეველი ხმას აძლევს ელექტრონულად, გადასატანი ყუთით მოსარგებლე ამომრჩეველი ხმას ახალი წესით დაბეჭდილი ბიულეტენებით მისცემს, სადაც შემოხაზვის ნაცვლად სასურველი პარტიის ასარჩევად გააფერადებს წრეს.
  • უბანზე დაბრუნებულ გადასატან ყუთში ბიულეტენები ისეთი კონვერტებით იქნება ჩაყრილი, რომ ვერავინ გაიგებს, ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა.

შენიშვნა: გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესზე ვრცელდება ყველა პროცედურა, რომლებიც დაკავშირებულია საარჩევნო უბანზე ხმის მიცემასა და ამომრჩევლის მარკირებასთან.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.