ახალი ამბები

გადამწყვეტი არჩევნებია და ამ პროცესში ემიგრანტების ჩართვა მნიშვნელოვანია – მალხაზ მიქელაძე

ყველა ემიგრანტს გვინდა დავბრუნდეთ სახლში, რის საშუალებაც ამ დროისთვის არ გვაქვს, – ამბობს ემიგრაციაში მყოფი ჟურნალისტი მალხაზ მიქელაძე, რომელმაც ორი წელია საქართველო დატოვა და ამერიკაში წავიდა.

მიქელაძე ფიქრობს, რომ არჩევნებია ის დემოკრატიული გზაა, რომლითაც ქვეყანა საკუთარ მომავალს განსაზღვრავს.

“ყველა ემიგრანტს გვინდა დავბრუნდეთ სახლში, რის საშუალებაც ამ დროისთვის არ გვაქვს, რადგან ყველანი ვხედავთ, ჩვენს ქვეყანაში როგორი გაჭირვებაა, როგორი არასტაბილური პოლიტიკური გარემოა. ამისთვის მნიშვნელოვანია ყველამ მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, შევცვალოთ მთავრობა, რათა დაბრუნდეს ჩვენი ქვეყანა დასავლურ რელსებზე, დავბრუნდეთ ჩვენს ქვეყანაში და ვიცხოვროთ ნათელი მომავლით“, – ამბობს მიქელაძე.

მისივე თქმით, ეს არის გადამწყვეტი არჩევნები და ამ პროცესში ემიგრანტების ჩართვა მნიშნელოვანია.

“ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია საქართველოს უახლოეს ისტორიაში. მართალია ათასობით კილომეტრი მაშორებს, მაგრამ ვადევნებ თვალს, თუ როგორ მიაქანებს “ქართული ოცნება” ჩვენს ქვეყანას რუსეთისკენ, რაც ბუნებრივია არ მინდა. ჩვენ გვინდა დასავლეთი, ჩვენ გვინდა ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ჰქონდეს ნათელი მომავალი. მიიღოს ყველა ის სარგებელი, რასაც იღებენ დასავლეთის ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები“, – აღნიშნავს მიქელაძე.

დატოვეთ კომენტარი