ახალი ამბები

გაციება სიმსივნის ნაცვლად – მოქალაქე “გორმედს” არასწორი დიაგნოზის დასმაში ადანაშაულებს

“გორმედში” გვითხრეს, რომ იყო სიმსივნე, რეალურად ქალი გაციებული ყოფილა – გორმედის სამედიცინო ცენტრს მოქალაქე არასწორი დიაგნოზის დასმაში ადანაშაულებს.

გვანცა კარელიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჰყვება, რომ კლინიკამ დედამისს სიმსივნის დიაგნოზი არასწორად დაუსვა.

გვეუბნებოდნენ, რომ დავაგვიანეთ და სასწრაფოდ უნდა დაგვეწყო ბიოფსია. გვანერვიულეს, გვატირეს და რა დღეში ჩაგვყარეს. გორმედში გვითხრეს, რომ მარცხენა მკერდზე ისახებოდა სიმსივნე. მაშინვე გადავწყვიტე უკრაინაში წამომეყვანა და მოვითხოვე მამოგრაფიის პასუხი, თუმცა მათივე გაცემულ დასკვნაში მსგავსი არაფერი ეწერა. დედა უკრაინაში გასინჯეს და აქ გვითხრეს, რომ გაციების შედეგად ანთება ჰქონდა. დაუნიშნეს მალამო, აბები რამდენიმე დღე დალევს და კარგად იქნება, არაფერი არ სჭირს”, – ამბობს გვანცა.

მისივე თქმით, ის აპირებს კლინიკას მორალური ზიანისთვის პასუხი მოსთხოვოს.

“მაინტერესბს ახლა ვინ არის პასუხისმგებელი იმ მორალური ზიანისთვის, რაც მე და ჩემმა ოჯახმა მივიღეთ? საბედნიეროდ მე მქონდა საშუალება დედა აქ, ან თბილისში წამომეყვანა, მაგრამ ვისაც ამის საშუალება არ აქვს რა ქნას, რისთვის არის კლინიკა, თუ არ გვეიმედება? მე აუცილებლად ჩამოვალ საქართველოში და ყველა ის ადამიანი და მათ შორის ის ექიმი აგებს პასუხს, ვინც ასე მოგვექცა ჩვენ და ჩვენს ოჯახს”.

“მოზაიკა” არკვევს გორმედის” პოზიციას მომხდართან დაკავშირებით.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.