ახალი ამბები

ქარელის საკრებულოს წევრმა გია ჭიღლაძემ დეპუტატის მანდატი დატოვა და “ახალს” შეუერთდა

ქარელის საკრებულოს დეპუტატმა გია ჭიღლაძემ დეპუტატის მანდატი დატოვა და პარტიას “ახალი” შეუერთდა. როგორც მან “მოზაიკას” უთხრა, საკრებულოს დატოვების თაობაზე განცხადება 16 სექტემბერს დაწერა. 

16 სექტემბერს დავწერე განცხადება საკრებულოს თავჯდომარის სახელზე მანდატის დატოვების შესახებ,  სადაც ავღნიშნავ, რომ 1 ოქტომბრიდან ვტოვებ საკრებულოს წევრობის მანდატს“, – გვითხრა ჭიღლაძემ. 

მისი თქმით, საკრებულოს დატოვების გადაწყვეტილება “ახალის” საარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართვის მიზნით მიიღო. 

“იმისათვის, რომ სრულფასოვნად ჩავრთულიყავი პარტიის საარჩევნო პროცესებში, მანდატთნ ერთად დავტოვე სამსახური ბაკურიანშიც, სადაც მუშად ვმუშაობდი. ამ ეტაპზე პარტიის წარმომადგენელი ვარ ავლევის ტერიტორიულ ორგანოში. ამ პარტიას შევუერთდი იმიტომ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის იბრძვიან და ეს ჩემი დიდი სურვილიც არის”. 

გია ჭიღლაძე ამ დრომდე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი იყო. ქარელის საკრებულოშიც სწორედ ამ პარტიიდან მოხვდა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი