სტატიები

საკრებულოდან “ოცნების” საარჩევნო შტაბში – რა ხდება ხაშურში? 

ხაშურის საკრებულოს თანამდებობის პირები აქტიურად მუშაობენ “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბში. წინასაარჩევნო პერიოდში, სწორედ საარჩევნო შტაბში ნახავთ საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს. 

ცოტნე ნოზაძე და ნოდარ ლომიძე, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებსაც აქტიურად მართავენ, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს ამ საკითხზე საუბარი არ სურთ. მიზეზად კი, დროის უქონლობას ასახელებენ. 

შეხვედრებს არ ესწრება, თუმცა შტაბის საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან გამრეკელი. 

“საარჩევნო შეხვედრებზე არ დავდივარ, თუმცა საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ვარ ჩართული. შტაბშიც ვმუშაობ და ყველგან, სადაც საჭიროა. პარტიას როგორც დასჭირდება, საქმეს ისე ვაკეთებ“, – გვითხრა გამრეკელმა. 

წინასაარჩევნო კამპანიაში საკუთარ როლზე მედიასთან საუბარი არ სურს საკრებულოს თავმჯდომარეს. ნინო ლიპარტელიანის თქმით, მას კომენტარის გასაკეთებლად არ სცალია. 

დღეს არ მცალია იქით კვირას მოდით“, – გვითხრა ნინო ლიპარტელიანმა.

ხაშურის საკრებულოს თანამდებობის პირები შეხვედრებს სოფლებში მართავენ. მათთან ერთად, მოსახლეობას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილიც ხვდება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი