სტატიები

“დასავლეთი გვეხმარება კეთილდღეობის შექმნაში” – “ერთიანობის” ბრიფინგი შინდისში 

ამერიკელი ხალხი ზრუნავს იმაზე, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ქართველ ბავშვებს ჰქონდეთ სწავლის სათანადო პირობები, – ეს განცხადება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში დღეს თამარ კორძაიამ, კოალიციის “ერთიანობის” წარმომადგენელმა გააკეთა. 

კორძაიას თქმით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ არჩევნების შემდეგ დამატებითი ფინანსები მიიღოს განათლების უკეთესი სისტემის შექმნისათვის. 

ამ ვითარებაში ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი პარტნიორები დაგვაშოროს და ის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენს ბავშვებს აქვთ, მოხსნას და გაანადგუროს. ჩვენ შეგვიძლია, არჩევნების შემდეგ 14 მლნ მოზიდვა და ამ 14 მლნ მნიშვნელოვანი წვლილი იქნება ჩვენი შვილების განათლებისთვის“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

კოალიციის წევრებმა შინდისში გამართულ ბრიფინგზე იმ პროექტებზეც ისაუბრეს, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების გაძლიერებისთვის დასავლეთის მხარდაჭერით განხორციელდა. გია ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ქართული სკოლების უმრავლესობა სწორედ პარტნიორი ქვეყნების დახმარებით გარემონდა. 

მიმდებარე სოფლებში არის ასევე საჯარო სკოლები,რომელიც ასევრ გაკეთდა ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით.საოკუპაციო ხაზთან არის ევროპის კავშირის სადამკვირვებლო მისია.ქართული ოცნება წარმოადგენრს ერთადერთ წინაღობას საქართელოს მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა გია ჯაფარიძემ. 

კოალიციის წარმომადგენლების თქმით, ევროპასთან სიახლოვის გარეშე ქართული სოფლების განვითარება შეუძლებელია. 

ბევრი სოციალური პრობლემები, რომლებიც არის ქართულ სოფლებში შესაძლებელია აღმოიფხრას ევროპის დახმარებით და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს თანხები, რომლებიც ევროპას აქვს გამოყოფილი ჩვენნაირი ქვეყნებისთვის და კერძოდ საქართველოსთვის, მივიღოთ იმისათვის, რომ ქვეყანაში იყოს კეთილდღეობა“, – აღნიშნა ლაშა ბაქრაძემ. 

“ერთიანობის” ლიდერებმა ბრიფინგი შინდისის სკოლის მიმდებარედ გამართეს – აღნიშნულიც სკოლა ერთ-ერთია, რომელიც ასევე საერთაშორისო დახმარებით გარემონტდა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი