ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევის, ბროლოსანის და ხაშურის N2 საჯარო სკოლებში დირექტორი დისკრეციის წესით განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა დანიშნა.
“მინისტრმა გამოიყენა უფლებამოსილება და დისკრეციის წესით ბროლოსანის, ფლევის და ხაშურის #2 საჯარო სკოლებში დირექტორი დანიშნა. ასე ხდება, როდესაც სამეურვეო საბჭო ვერ ირჩევს დირექტორს. მოგეხსენებათ რომ ამ სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნების დროს ხმების რაოდენობა გაიყო და დირექტორის არჩევა ვერ მოხერხდა“, – გვითხრა ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა აბაზაძემ.
მინისტრის გადაწყვეტილებით, ბროლოსანის სკოლის დირექტორი – თეონა კურტანიძე, ფლევის საჯარო სკოლის – ვახო ხაჩიძე, ხოლო ხაშურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ია ხაჩიძე გახდა.