ახალი ამბები

“მითხრეს, რომ წავსულიყავი ქალაქიდან, დამეკეტა რესტორანი” – ბაბაევი დაკავების მიზეზებზე 

გორელი ბიზნესმენი და სამოქალაქო აქტივისტი, იოსებ ბაბაები დაკავების მიზეზე საუბრობს. ის 14 სექტებერს სამართალდამცავებმა, ბიძინა ივანიშვილის ჩამოსვლამდე, რამდენიმე საათით ადრე დააკავეს. 

მას სამართალდამცავები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებოდნენ, თუმცა დღესვ ის, ისე გათავისუფლდა, რომ მის მიმართ ადმინისტრაციული სასჯელი არ დაწესებულა. 

“წინა დღეს მოვიდნენ პოლიციის მაღალჩინოსნები და მითხრეს, რომ საერთოდ დამეკეტა რესტორანი და ქალაქიდან წავსულიყავი. მაგაზე რა თქმა უნდა უარი ვუთხარი. შემდეგ მოვიდა სხვა პოლიციელი და მითხრა, რომ თქვენი რესტორნის ტერიტორიაზე განლაგდებიან სხვა პოლიციელები და სპეცსამსახურები. მაინც უარი ვუთხარი, იმიტომ რომ ტურისტებს ჰქონდათ წინასწარი ჯავშნები. მეორე დღეს მანქანით არ შემიშვეს, გაბრაზებული წავედი ფეხით და ის უკვე ვალერი თელია იყო მობილიზებული თავის “ბანდასთან” ერთად და დამაკავეს”, – ამბობს სოსო ბაბაევი.   

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.