ბიძინა ივანიშვილის განცხადებას დღეს გორშიც გააპროტესტებენიან. აქცია ივანიშვილის იმ განცხადების საპასუხოდ დაიგეგმა, რომელიც ოლიგარქმა გუშინ პარტაქტივთან შეხვედრისას გააკეთა და 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა.
“ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“, – განაცხადა ივანიშვილმა.
ოლიგარქის და “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომრის ამ განცხადების გასაპროტესტებლად, გორელები 17:00 საათზე, კომბინატის ხიდთან მდებარე, აგვისტოს ომის გმირების მემორიალთან შეიკრიბებიან.
“რუსული პროპაგანდა აღარ მუშაობს, ჩვენ გვახსოვს ჩვენი ქვეყნის ისტორია“, – ეს იქნება აქციის მონაწილეების მთავარი გზავნილი.